среда, 27 августа 2008 г.

დენიილ ჰარმსი (თარგმანი)

Image Hosting by Picoodle.com


მიშინის გამარჯვება

მიშინს უთხრეს:
ჰეი, მიშინ ადექი!
მიშინმა უთხრა:
არ ავდგები _ და გააგრძელა იატაკზე წოლა.
მაშინ მიშინთან მივიდა კალუგინი და უთხრა:
თუ შენით არ ადგები, მე გაიძულებ ადგომას.
არა, _ უპასუხა მიშინმა და გააგრძელა იატაკზე წოლა.
მიშინთან მივიდა სელეზნიოვა და უთხრა:
თქვენ მიშინ მუდამ წევხართ დერეფანში და ხელს გვიშლით წინ და უკან სიარულში.
გიშლიდით და ისევ შეგიშლით._თქვა მიშინმა.
იცით _ თქვა კორუშნოვმა, მაგრამ მას შეაწყვეტინა კალუგინმა და თქვა:
და რა საჭიროა აქ ამდენი ბაასი! დარეკეთ მილიციაში.
დარეკეს მილიციაში და გამოიძახეს მილიციონერი.
ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა მილიციონერი მეეზოვესთან ერთად.
აბა, რა ხდება აქ? _ იკითხა მილიციონერმა.
დატკბით!.. _ თქვა კორშუნოვმა, მაგრამ მას შეაწყვეტინა კალუგინმა და თქვა:
აი ეს მოქალაქე მთელი დღეები წევს იატაკზე და ხელს გვიშლის მოძრაობაში. ჩვენ მას...
მაგრამ მას შეაწყვეტინა სელეზნიოვამ და თქვა:
ჩვენ მას ვთხოვეთ რომ წასულიყო, ის კი არ მიდის.
დიახ. _ დაუდასტურა კორშუნოვმა.
მილიციონერი მივიდა მიშინთან და ჰკითხა:
მოქალაქევ, რატომ წევხართ აქ?
ვისვენებ _ უპასუხა მიშინმა.
მოქალაქევ, აქ დასვენება არ შეიძლება. _თქვა მილიციონერმა. _ მოქალაქევ, სად ცხოვროვბთ თქვენ?
აქ. _ თქვა მიშინმა.
სად არის თქვენი ოთახი? _ ჰკითხა მილიციონერმა.
ის ჩვენს ბინაშია ჩაწერილი, მაგრამ ოთახი არა აქვს. _ თქვა კალუგინმა.
მოიცადეთ მოქალაქევ, _ უთხრა მას მილიციონერმა. _მე ახლა მასთან ვსაუბრობ. მოქალაქევ სად გძინავთ?
აქ. _ თქვა მიშინმა.
ნებას მომცემთ? _ თქვა კორშუნოვმა, მაგრამ მას შეაწყვეტინა კალუგინმა და თქვა:
მას საწოლიც კი არა აქვს, ეგრე აგდია შიშველ იატაკზე.
ისინი დიდი ხანია წუხდებიან მის გამო _ თქვა მეეზოვემ.
საერთოდ შეუძლებელია დერეფანში სიარული, _ თქვა სელეზნიოვამ. მე არ შემიძლია ყოველ ჯერზე გადავაბიჯო მამაკაცს. ის კი შეგნებულად შლის ფეხებს და ხელებს, და თან ზურგზე წვება. მე სამსახურიდან დაღლილი ვბრუნდები, დასვენება მინდა.
უნდა დავძინო _ თქვა კორშუნოვმა, MAGმაგრამ მას შეაწყვეტინა კალუგინმა და თქვა:
ის ღამითაც აქ წევს, მის გამო სიბნელეში ყველა გაჭირვებით დავდივართ. მე მის გამო საბანი გამეხა.
სელეზნიოვამ თქვა:
მას ლურსმნები და რაღაც ბასრი საგნები უცვივა ჯიბეებიდან. შეუძლებელია დერეფანში ფეხშიშველი სიარული, მის გამო შეიძლება ფეხი გაიჭრას ვინმემ.
მათ კერასინით უნდოდათ მისი დაწვა. _ თქვა მეეზოვემ.
ჩვენ ის კერასინით შევტრუსეთ _ თქვა კორშუნოვმა, მაგრამ მას შეაწყვეტინა კალუგინმა და თქვა:
ჩვენ მხოლოდ შესაშინებლად გავაკეთეთ ეს, მისი დაწვა არც გვიფიქრია.
მე არ დავუშვებდი აქ ჩემი ყოფნისას ცოცხალი ადამიანის დაწვას. _ თქვა სელეზნიოვამ.
ბოლოს და ბოლოს მითხარით, ეს მოქალაქე რატომ წევს იატაკზე? _ იკითხა უცებ მილიციონერმა.
ოო, გამარჯობათ! _ თქვა კორშუნოვმა, მაგრამ კალუგინმა მას შეაწყვეტინა და თქვა:
იმიტომ რომ მას არა აქვს სხვა საცხოვრებელი; აი ამ ოთახში მე ვცხოვრობ, იმაში ისინი და მიშინი აქ, დერეფანში ცხოვრობს.
ეს არ გვაწყობს, _ თქვა მილიციონერმა _ საჭიროა რომ ყველა საკუთარ საცხოვრებელში ცხოვრობდეს.
მაგრამ მას არ აქვს სხვა საცხოვრებელი ადგილი. _ თქვა კალუგინმა.
სწორედაც. _ თქვა კორშუნოვმა.
და აი ასე წევს აქ. _ თქვა სელეზნიოვამ.
ეს არ გვაწყობს. _ თქვა მილიციონერმა და წავიდა მეეზოვესთან ერთად.
კოშუნოვი მივიდა მიშინთან.
აბა? _იყვირა მან. _როგორ მოგეწონათ?
მოიცადეთ, თქვა კალუგინმა, მივიდა მიშინთან და თქვა: გაიგონე რა თქვა მილიციონერმა? ადექი იატაკიდან!
არ ავდგები, _ თქვა მიშინმა და გააგრძელა იატაკზე წოლა.
ის ახლა დიდხანს და სპეციალურად იქნება აქ დაწოლილი. _ თქვა სელეზნიოვამ.
დროგამოშვებით. _ თქვა გაღიზიანებული ხმით კალუგინმა.
და თქვა კორშუნოვმა:
მე ამაში ეჭვი არ მეპარება. Parfaitement.


ა რ ა კ ი

ერთმა საშუალო სიმაღლის კაცმა თქვა: ”მე ყველაფერზე თანახმა
ვარ იმისათვის, რომ ვიყო ცოტათი მაღალი.” დაასრულა თუ არა სიტყვა, ხედავს ფერია. საშუალო სიმაღლის ადამიანი დგას და შიშისგან არაფრის თქმა არ შეუძლია.
”ა ბ ა !”_ ეკითხება ფერია. ხოლო საშუალო სიმაღლის კაცი დგას და დუმს. ფერია გაქრა. აქ საშუალო სიმაღლის კაცმა დაიწყო ტირილი და ფრჩხილების კვნეტა. ჯერ ხელებზე მოიჭამა ფრჩხილები და მერე ფეხებზე.

_
მკითხველო, ჩაუფიქრდი ამ არაკს და შენ ვერ იგრძნობ თავს კარგად. . .


ზ ღ ა პ ა რ ი
იყო ერთი კაცი, რომელსაც სემიონოვს ეძახდნენ.
ერთხელ სემიონოვი სასეირნოდ წავიდა და დაკარგა ცხვირსახოცი.
სემიონოვმა დაიწყო ცხვირსახოცის ძებნა და დაკარგა ქუდი.
დაიწყო ქუდის ძებნა და დაკარგა პალტო.
დაიწყო პალტოს ძებნა და დაკარგა ჩექმები.
_ აუჰ, _ თქვა სემიონოვმა, _ ასე ყველაფერს დაკარგავ კაცი.
მგონი სჯობს სახლში წავიდე.
წავიდა სემიონოვი სახლში და გზა აებნა.
_ არა, _ თქვა სემიონოვმა _ უკეთესია სადმე ჩამოვჯდები და ვიქნები.
დაჯდა სემიონოვი კენჭებზე და ჩაეძინა.

ჩ რ დ ი ლ ო ე თ ი ს ზ ღ ა პ ა რ ი

მოხუცი თუმც არ იცოდა რისთვის ტყეში წავიდა. შემდეგ დაბრუნდა და ამბობს:
_ ბებერო, ბებრუხანა!
მოხუცი ასეთ მდგომარეობაში ძირს დაეცა. ამის შემდეგ ყველა კურდღელი ზამთარში თეთრია.


რ ე ა ბ ი ლ ი ტ ა ც ი ა

ყოველგვარი ტრაბახის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ როცა ვალოდიამ ყურქვეშ წამომარტყა და შუბლზე მომაფურთხა, ისე წავავლე ხელი, რომ არასდროს დაავიწყდება. მხოლოდ ამის შემდეგ ვცემე იგი პრიმუსით, უთოთი კი უფრო გვიან საღამოს შევდექი. ასე რომ არც ისე სწრაფად მომკვდარა. ის არ არის მტკიცებულება, რომ ფეხი ჯერ კიდევ დილით მოვაგლიჯე. მაშინ, როცა ის ცოცხალი იყო. ანდრიუშა კი უბრალოდ ინერციით მოვკალი. ამაში საკუთარი თავის დადანაშაულება არ შემიძლია. ანდრიუშა და ელიზავეტა ანტინოვნა რატომ ჩამივარდნენ თავისით ხელში? რაში სჭირდებოდათ მათ კარებისკენ გაქცევა. მე მადანაშაულებენ სისხლისმსმელობაში, ამბობენ რომ მე სისხლი დავლიე, მაგრამ ეს ტყუილია, მე უბრალოდ გავლოკე სისხლის გუბეები და ლაქები _ ეს კი ჩვეულებრივი ამბავია, გაანადგურო შენი თუნდაც უმნიშვნელო დანაშაულის ყველანაირი კვალი. ამასთანავე მე არ გამიუპატიურებია ელიზავეტა ანტონოვნა. პირველ რიგში, ის უკვე აღარ იყო ქალწული, და მეორეც მე საქმე დავიჭირე გვამთან, ასე რომ მას მონანიება არც დასჭირვებია. მერე რა, რომ ქალბატონს მალე უნდა ემშობიარა? მევე გამოვიყვანე ბავშვი, და ის ფაქტი რომ პატარა საერთოდ არ იყო სიცოცხლისთვის გაჩენილი ჩემი ბრალი არ არის. მე მისთვის თავი არ მომიწყვეტია. ამის მიზეზი მისი სუსტი კისერი გახლდათ. ის მართალია, რომ მე ჩექმებით გავრისე იატაკზე მათი ძაღლი, მაგრამ ეს უბრალოდ ცინიზმია დამადანაშაულოთ მე ძაღლის მკვლელობაში, როცა გვერდით შეიძლება ითქვას სამი ადამიანის სიცოცხლეა განადგურებული. ბავშვს არ ვთვლი. ნუ კარგი: ყველაფერ ამაში (მე შემიძლია დაგეთანხმოთ), შეიძლება ჩემი მხრიდან ცოტა სიბოროტეც გამოვიჩინე, მაგრამ ჩათვალოთ დანაშაულად ის, რომ მე დავჯექი და მოვისაქმე ჩემს საკუთარ მსხვერპლზე, ეს მაპატიეთ მაგრამ აბსურდულია. მოსაქმება _ ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, და მაშასადამე სრულიად არ არის დანაშაულებრივი. აქედან გამომდინარე, მე მესმის ჩემი დამცველის საშიშროება, და მიუხედავად ამისა მჯერა, რომ აბსოლიტურად გამამართლებთ.

****
ორი ადამიანი შელაპარაკდა. ერთს ენა ხმოვნებზე ებმებოდა, მეორეს ხმოვნებზეც და თანხმოვნებზეც.
და როცა ისინი საუბარს მორჩნენ, მიდამო სიმშვიდით აღივსო – თითქოს ჩააქრეს ჩირაღდანი.

Комментариев нет: